კინო

ქართული ფილმის ”8 წუთის” კიდევ ერთი წარმატება

მრავალი საერთაშორისო წარმატების შემდეგ, ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა ”8 წუთი” კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა. კინოსურათი პორტუგალიის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე საუკეთესო სცენარის ნომინაციაში დასახელდა გამარჯვებულად.

8 წუთი SiblerFilms-ის სადებიუტო პროექტი და პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმია, რომელშიც ნაჩვენებია ის უკანასკნელი “8 წუთი“ , რომელიც მზის ჩაქრობის შემთხვევაში, დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას სჭირდება.

SiblerFilms-ი აერთიანებს ახალგაზრდა რეჟისორებს (გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი), სცენარისტებს (მარი ბექაური, ზაზა კოშკაძე) და პროდიუსერებს (გეგა ხმალაძე, მაგდა დათუაშვილი),

კომენტარები

კომენტარი