კულტურა

ქართული სალოცავის კედელზე რუსული წარწერები ამოკაწრეს

ქართულ სალოცავში კედელზე რუსული წარწერები ამოკაწრეს – ამის შესახებ ინფორმაციას ლელა ბუხულეიშვილის სოციალური ქსელიდან ვიგებთ.

ფოტო ხერთვისის ციხის სალოცავშია გადაღებული. კედელზე კი ამოკაწრულია შემდეგი სიტყვები: მოსკოვი, ლენა, 2017.

ხერთვისის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში. მდებარეობს, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე. ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე.

კომენტარები

კომენტარი