შემოქმედებითი ინდუსტრიები

ქართველმა პიანისტმა ერთ-ერთ უმსხვილეს მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა

ქართველმა პიანისტმა ანა ყიფინმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა.  როგორც ანა  ყიფიანმა “არტნიუსს” განუცხადა, აღნიშნული   კონტრაქტი მას ახალ შესაძლებლობებს და შემოქმდებითი დიაპაზონის გაფართოების შანსს აძლევს.

ანა ყიფიანმა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორია ცოტა ხნის წინ დაამთავრა, იგი  პროფესორ ელისო ვირსალაძის კლასში სწავლობდა. ახალგაზრდა მუსიკოსი მარტში,  პარიზში გამართული კონკურსის ლაუერატი გახდა. აღნიშნულ ღონისძიებაზე  იმყოფებოდა იან ოლივერიც, რომელიც “artmedeo”-ს პრეზიდენტი და დამფუძნებელია. სწორედ აქ შედგა ქართველი მუსიკოსის და ოლივერის შეხვედრა.

ანა ყიფიანს თანამშრომლობა პირადად იან ოლივერმა შესთავაზა. შესაბამისი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ის დღეიდან ძალაშია. სწორედ იან ოლივერი იქნება დღეიდან ანას მენეჯერი.

“საერთო თანამშრომლობით წარმატების გაცილებით დიდ მასშტაბებზე ვაპირებთ გასვლას და ახალთახალ პროექტებს მსმენელს შემოდგომიდან შევთავაზებთ”,- აცხადებს ანა ყიფიანი, რომელიც  არაერთი კონკურსის ლაურეატი და პრიზიორია.

კომენტარები

კომენტარი