კულტურა

ქართველი რეჟისორის წარმატება ბულგარეთში

ქართველი რეჟისორი დათა თავაძე ბულგარეთში დანაილ ჩირპანსკის პრემიით დააჯილდოეს.

დათა თავაძე გამარჯვებული ნომინაციაში”საუკეთესო ანსამბლი” გახდა. მან ჯილდო სამეფო უბნის თეატრისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კოპროდუქციისთვის „სახეები“ მიიღო, რომელიც იაპონელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის იასუნარი კავაბატას რამდენიმე მოთხრობის, ციკლიდან „ხელისგულისოდენა მოთხრობები“ მიხედვითაა დადგმული.

თავაძის მიერ დადგმულ ფილოსოფიური ჟანრის წარმოდგენაში მონაწილეობენ სამსახიობო ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ მათი ხელმძღვანელი რეჟისორი თემურ ჩხეიძე გახლავთ.

კომენტარები

კომენტარი