კინო

ქართველი მსახიობი ევროპის ამომავალ ვარსკვლავებს შორისაა

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში “მძევლები” შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს “ამომავალ ვარსკვლავებს” შორის დასახელდა.

“მძევლები”  2017 წელს გამოვიდა და ამავე წელს „კინოტავრის” ორგზის პრიზიორი გახდა.

კვირიკაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამსახიობო კურსი Stella Adler Studio of Acting-ის სტუდიაში გაიარა, რომელიც თავის დროზე დაამთავრა რობერტ დე ნირომ, ბენისიო დელ ტორომ და მარკ რუფალომ.

ამ დროისთვის ირაკლი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. აღნიშნული როლი სრულმეტრაჟიან ფილმში მისთვის სადებიუტო იყო.

კომენტარები

კომენტარი