კინო

ქართველი მამა–შვილის ფილმები ჩიკაგოს კინოფესტივალზე წარადგინეს

ქართველი მამა–შვილის ფილმები ჩიკაგოს კინოფესტივალზე წარადგინეს. ზაზა ურუშაძის “აღსარება” საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, ხოლო ანა ურუშაძის “საშიში დედა” ახალგაზრდა რეჟისორების საკონკურსო პროგრამაში. – ინფორმაციას ამის შესახებ “ჩიკაგო ფილმის ფესტივალის” ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ.

შეგახსენებთ, რომ ანა ურუშაძის დრამაში მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს. ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. საშიში დედა 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

საშიში დედა

რაც შეეხება “აღსარებას”, როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმი მიტევებაზეა და ის მის წინამორბედ არც ერთ ნამუშევარს არ ჰგავს. ფილმში სიუჟეტი ბერის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც ერთ-ერთ სოფელში ეკლესიის წინამძღვრად ანაწილებენ. ბერის როლს მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი