ვიზუალური ხელოვნება

ქანდაკებები პასუხს აბრუნებენ

სახელოვნებო ნაწარმოებებთან პოზირება არ უნდა იყოს მოსაწყენი რამ და ტვიტერის მომხმარებელთა ნაკადმა, რომლებიც აზიარებენ ფოტოებს, სადაც სკულპტურები „პასუხს აბრუნებენ“, ინტერნეტ-მოქალაქეები ერთობ გაამხიარულა.

ივნისის შუა რიცხვებიდან სოციალური მედია წალეკა იმ ადამიანების სურათებმა, რომლებიც სხვადასხვა სკულპტურებთან შემოქმედებითად პოზირებენ.

თუმცა, საინტერესო ნაწილი ამ ამბის ისაა, რომ ფოტოები გადაღებულია ისეთი წარმოდგენის შესაქმენლად, თითქოს სკულპტურა რეაგირებს იმ ადამიანის დადგმულ ქმედებებზე, რომელიც პოზირებს მასთან.

მიუხედავად იმისა, რომ უცნობია როგორ დაიწყო ეს ტრენდი, მან ნამდვილად დაიპყრო ინტერნეტის მოქალაქეების ყურადღება. სელფის გადაღებიდან ადამიანის ცემამდე, აი, როგორ „აბრუნებენ პასუხს“ თითქოს სკულპტურები.

ფოტოებს თან ახლავს წარწერები: „ო, ღმერთო! ისინი პასუხს აბრუნებენ!“, „ოუ, ამას უბრალოდ ჩემთან ძმაკაცობა სურდა“, „სწრაფი სელფი, სანამ გააგრძელებ ადამიანების ხოცვას“, „ქანდაკებები თავს ვეღარ იკავებენ, პასუხს აბრუნებენ“.

კომენტარები

კომენტარი