კულტურა ლიტერატურა

“ქალაქი – ბიბლიოთეკა” უკვე ქუთაისშია

“ქალაქი – ბიბლიოთეკა” უკვე ქუთაისშიც გაიხსნა.

“თბილისის შემდეგ, ქუთაისი მეორე ქალაქია, სადაც პროექტი „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ განხორციელდა.” – წერია “საბას” ოფიციალურ გვერდზე

25 ქუჩაზე და 10 სკვერში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები ნებისმიერ ქუთაისელს თუ ქალაქის სტუმარს შესაძლებლობას აძლევს, 150-მდე ელექტრონული წიგნი მიიღოს საჩუქრად.

შეგახსენებთ, რომ „ქალაქი – ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს მისცემს შესაძლებლობას, უფასოდ, მომენტალურად ჩატვირთოს „საბას“ ელექტრონული წიგნები თავის სმარტფონში, აპლიკაცია Saba Reader-ში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა

კომენტარები

კომენტარი