ვიზუალური ხელოვნება

ფრიდა კალო და ჯორჯია ო’კიფი

ფრიდა კალო ერთმანეთის მიყოლებით წერდა და ხევდა წერილებს, რომელიც უნდა გაეგზავნა ჯორჯია ო’კიფისთვის. ფრიდა კალომ ჯორჯია ო’კიფი გაიცნო ნიუ იორკში ხანმოკლე ცხოვრების პერიოდში. ერთი წლის შემდეგ ფრიდა როგორც იქნა აყალიბებს სათქმელს და წერს წერილს: „მე არ შემიძლია მოგწერო ინგლისურად ყველაფერი, რისი თქმაც მსურს, განსაკუთრებით შენთვის. მე ვფიქრობდი შენზე ბევრს და არასოდეს მავიწყდებოდა შენი საოცარი ხელები და შენი თვალების ფერი. მალე გნახავ“.

ფრიდა კალო, “დიეგო და ფრიდა” (1931)

ფრიდა იყო 24 წლის თითქმის უცნობი მხატვარი, ჯორჯია კი 44 წლის უკვე საკმაოდ ცნობილი, სახელოვნებო სივრცის ვარსკვლავი იყო. ფრიდამ და მისმა ქმარმა – დიეგო რივერამ, 1930-1933 წლებში იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სელია სტარი, რომელმაც დაწერა წიგნი „ფრიდა ამერიკაში“, ამბობს: „ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ უფრო მეტი ფრიდას და ჯორჯიას შორის ამ ურთიერთობაზე, რადგან იგი გვაწვდის უფრო სრულ კონტექსტს, როგორც მინიმუმ ფრიდას შემოქმედებითი განვითარებისთვის, რა ნახა ფრიდამ შეერთებულ შტატებში ყოფნისას. რა გამოსაცადა?“

ჯორჯია ო’კიფი, “არყის და ფიჭვის ხეები” (1925)

მხატვრები ერთმანეთს 1931 წლის დეკემბერში შეხვდნენ რივერას დიდი სოლო გამოფენის გახსნაზე ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. რივერას ასისტენტის – ლუსიენ ბლოხის თანახმად, რივერა, ცნობილი ქუჩის მხატვარი, ტრაბახობდა, რომ მის ცოლს ო’კიფთან ფლირტი ჰქონდა. წიგნის ავტორი – სელია სტარი ადასტურებს, რომ ფრიდა ნამდვილად ატარებდა დროს ჯორჯიასთან ერთად. ზოგჯერ ისინი ქმრებთან ერთად დადიოდნენ ორმაგ პაემნებზე, ხოლო ზოგჯერ ფრიდა და ჯორჯია ბლოხთან ერთად იყვნენ ხოლმე. ერთხელ სამივე წასულა მექსიკურ რესტორანში და მთვრალებს ტუალეტში უმღერიათ.

ფრიდა კალო “ავტიპორტრეტი სასაზღვრო ხაზზე მექსიკასა და შეერთებულ შტატებს შორის” (1932)

მაგრამ მათი მეგობრობა მხოლოდ ფლირტი და ტეკილა არ ყოფილა. ორი ქალი ჰგავდა ერთმანეთს ბევრი რამით – ორივე ეთამაშებოდა მოდას, იცმევდა რა მეინსტრიმისგან განსხვავებულად, ორივეს ჰქონდა საკუთარი კარიერა და ორივე იყო გათხოვილი თავისზე უფროს, მოღალატე და გავლენიან ხელოვანზე. „ორივე იყო უშიშარი, ელვარე და ძალიან ძლიერი პიროვნება“ – ამბობს ლინდა გროსო, ავტორი წიგნისა „თანაბარი ცის ქვეშ: ჯორჯია ო’კიფი და მეოცე საუკუნის ფემინიზმი“ (2017).

ჯორჯია ო’კიფი “შავი ირისი VI” (1936)

ჯორჯია ო’კიფის ცხოვრების მკვლევარები ძირითადად ვერ პოულობენ მტკიცებულებას, რომ ჯორჯიას ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობები ქალებთან, თუმცა ფრიდა კალო საუბრობს „სასიყვარულო ურთიერთობაზე“, რაც შეიძლება ნიშნავდეს როგორც სრულფასოვან ურთიერთობას, ასევე მხოლოდ ფლირტს. აქტიურობით აშკარად ფრიდა კალო უფრო მეტად აქტიურობდა, ამგვარად ეს შეიძლება ცალმხრივ ურთიერთობადაც განვიხილოთ.

ფრიდა კალო “ავტოპორტრეტი” (1942)

კომენტარები

კომენტარი