კულტურა

ფაბრიკა Vice-ის 2019 წლის “Wanderlist”-ში მოხვდა

ფაბრიკა, ლოს-ანჟელესის უდიდეს არტ ბაზრობასთან და ქოაჩელას თანამედროვე ხელოვენბის გამოფენასთან ერთად Vice-ის 2019 წლის “Wanderlist”-ში მოხვდა.

“ევროპასა და აზიას შორის მდებარე პატარა ქვეყნის, საქართველოს დედაქალაქი ყოველთვის იყო განსხვავებული ხალხებისა და კულტურების თანაკვეთის ადგილი. თბილისი არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა დამპყრობლების კონტროლქვეშ. უკანასკნელი ასეთი დამპყრობელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირი გახლდათ. მისი კულტურა და არქიტექტურული იდენტობა ამ დინამიზმს კარგად ირეკლავს – საქართველოს ურბანული სული, რომელიც უამრავ საპირწონე კულტურულ კოდს ინახავს, უნიკალურია” – წერს Amuse.vice.com.

სტატიაში, აგრეთვე, საუბარია ფაბრიკის ინტერიერსა და მის შიდა სივრცეში მდებარე მაღაზიებს, მცირე ბიზნესებსა და არტ-სტუდიებზე, როგორებიც არიან: Tsibakha Game Club, Flying Painter და Creative Education Studio.

“გაატარეთ საკმარისი დრო ფაბრიკაში და მიხვდებით, რატომ არის თბილის ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაცია სამოგზაუროდ” – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი