კულტურა

უცხოურმა ვებგვერდმა თამარი ყველაზე ძლიერ ქალ სამეფო პირებს შორის დაასახელა

საკმაოდ პოპულარულმა და პრესტიჟულმა უცხოურმა ვებგვერდმა “www.history.com” ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის დედოფლებს და სახელმწიფო პირებს შეეხებათ. მათ შორის, თამარ მეფესაც შევხვდებით. სტატიაში წერია, რომ ჩამონათვალში არიან ისეთი დედოფლები, რომლებმაც საკუთარი თავი და ქვეყანა ქმრების გარეშე ააყვავეს.

თამარ მეფესთან ერთად, სიაში ვხვდებით ეკატერინე მე-2-ს, იზაბელას, ჰენრი მე-8-ის მეუღლეს ანა კლეველს, პრინცესა დიანას და სხვა.

სტატიის ქვემოთ თამარის ცხოვრების მოკლე აღწერაა.

თამარ მეფე – საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი.”

 

 

კომენტარები

კომენტარი