ვიზუალური ხელოვნება

უჩვეულო ინსტალაცია ბერლინის ახალ მუზეუმში

ბერლინში აშენებულ ახალ სამუზეუმო კომპლექსში – „ჰუმბოლდტის ფორუმი“, დაინსტალირდა სკულპტურა, რომელიც ეხება გერმანიის კოლონიალურ წარსულს და არტეფაქტების რესტიტუციის პრობლემებს. ბრინჯაოს ნაწარმოები – შავი დროშა ანძის ნახევარზე ეკუთვნის ხელოვან კანგ სუნკოოს, ხელოვანს, რომელიც ანი ვეივეისთან ერთად მუშაობდა. ნაწარმოები შეარჩიეს დიზაინების ღია კონკურსის წესით.

ნაწარმოების ინგლისური სახელი Statue of Limitations (შეზღუდვების ქანდაკება) სიტყვების თამაშს ეფუძნება და მიანიშნებს იურიდიულ წესდებაზე (ინგლისურად – statute), რომელიც შეიძლება დაბრკოლება გახდეს რესტიტუციის მოთხოვნებისათვის – შავი სკულპტურა გაყოფილია ორ ნაწილად – მაშინ, როცა დროშის 11 მეტრიანი ქვედა ნაწილი განთავსებულია ჰუმბოლდტის ფორუმის კიბეზე მეორე და მესამე სართულებს შორის, ზედა ნაწილი განთავსდება შენობის გარეთ – სკვერში – ე.წ. აფრიკულ კვარტალში, რაც სკულპტურას პირდაპირ აკავშირებს ქალაქის კოლონიალურ ისტორიასთან.

სკულპტურა სკვერში იქნება დროებითი ინსტალაცია, რომელიც მუზეუმის  გახსნას ეძღვნება. მუზეუმში განთავსდება ბერლინის არაევროპული ეთნოლოგიური  და აზიური სახელოვნებო კოლექციები.

კომენტარები

კომენტარი