არქიტექტურა, არქეოლოგია

„უჟანგავი ფოლადის ტორნადო“ – ახალი კოშკი არლში

ფოტოგრაფი ვინსენტ ჰეხტი აქვეყნებს ახალი არქიტექტურული პროექტის – „ლუმა არლის კოშკის“ ფოტოებს, რომელიც სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ არლში შენდება და მალე დასრულდება. 56 მეტრი სიმაღლის კოშკის ექსტერიერი ალუმინითა და მინითაა მოპირკეთებული.  

სტრუქტურა, როგორც სახელოვნებო ცენტრის – „ლუმა არლის“ მთავარი ნაწილი, დიზაინირებულია პრიცკერის პრიზის მფლობელი ამერიკელ-კანადელი არქიტექტორის – ფრანკ გერის მიერ. ცენტრი დაარსებულია მაია ჰოფმანის მიერ და მისი მშენებელობა 2014 წელს დაიწყო. პროექტმა გარდაქმნა და გააცოცხლა 1986 წლიდან მიტოვებული სარკინიგზო დეპოს ტერიტორია.

„ლუმა არლის კოშკს“ აქვს გამორჩეული ფასადი, რომელიც შედგება ბეტონისა და ფოლადის ჩარჩოზე უწესრიგოდაა დამონტაჟებული ალუმინის 11 000 პანელისგან. არქიტექტურის კრიტიკოსის – ფრენკ მილერის მიერ „უჟანგავი ფოლადის ტორნადოდ“ წოდებული გარსი შთაგონებულია თავად ქალაქის გარშემო არსებული კირქვის უსწორმასწორო, აქერცლილი კლდეებით, რომლითაც იგი საყოველთაოდ ცნობილია.  

კოშკის ცილინდრული კვარცხლბეკი კი შთაგონებულია იუნოსეკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული ღირსშესანიშნაობით –  არლის რომაული ამფითეატრით. კოშკში განთავსდება სახელოვნებო სტუდიები, ვორქშოფებისა და სემინარების სივრცეები და კვლევითი დაწესებულებები.

კოშკის გარდა კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა არქიტექტორების მიერ დიზაინირებულ, 6 სხვა შენობაში განთავსებულ  საგამოფენო სივრცეებს და საჯარო პარკს. მთლიანობაში, „ლუმას ფონდის“ მეშვეობით, მაია ჰოფმანმა 150 მილიონი ევროთი დააფინაანსა პროექტი.

კომენტარები

კომენტარი