არქიტექტურა, არქეოლოგია

უდიდესი საკონცერტო არენა ევროპაში

იტალიის რეგიონში – ეიმილია რომანიაში, 2020 წლის 12 სექტემბერს გაიხსნება  უდიდესი არენა ღია ცის ქვეშ ღონისძიებებისა და კონცერტებისათვის, რომელსაც შეუძლია დაიტიოს 100 000 ადამიანი, 20 ჰექტარ ფართობზე.

აქ მოეწყობა ღია ცის ქვეშ ცოცხალი მუსიკალური კონცერტების ადგილი, ასევე  მწვანე სივრცე საერთაშორისო ღონისძიებებისათვის, საკონცერტო სივრცე ეროვნული ღონისძიებებისათვის და სივრცე „სადაც შეიძლება აღიმართოს ნათელი და დროებითი სტრუქტურები, რომლებიც ხელს შეუწყობს ხალხის დიდი მასების მიღების მენეჯმენტს, როგორც ფართომასშტაბიანი, ასევე მცირე მასშტაბის ღონისძიებებისათვის.“  

5%-იანი დახრილობით, პროექტი ქმნის აუდიტორიისათვის სრულყოფილი ხილვადობის და ოპტიმალური აკუსტიკის გარანტიას. აქვე ახლოსაა ჩვეულებრივი და ჩქარი მატარებლების სადგურები.

მშენებლობა 2018 წლის აპრილიდან მიმდინარეობდა და მისი დიზაინის ავტორია არქიტექტურული კომპანიების ჯგუფი, რომელიც აცხადებს: „არენა პარკის დიზაინი მიზნად ისახავს შექმნას ორგანული, ერთიანი და ადვილად საცნობი სისტემა. ის ხელმისაწვდომს ხდის რამდენიმე სხვადასხვა ფუნქციას ღია სივრცისათვის, გვთავაზობს რა სხვადასხვა შესაძლებლობებს, თითოეულს თავისი დადებითი ეფექტით ქალაქის და არამხოლოდ ქალაქის სოციალურ, კულტურულ და კულტურულ ცხოვრებაზე“.

კომენტარები

კომენტარი