კინო

ტომ ჰენკსის ახალი ფილმი მალე Apple TV+-ზე გამოვა

ტომ ჰენკსის მონაწილეობით შექმნილი დრამა მეორე მსოფლიო ომზე – „გრეიჰაუნდი“ ივნისში უნდა გამოვიდეს, თუმცა Sony-მ და ტომ ჰენკსის კომპანია Playtone-მა გადაწყვიტეს ის ჩუმად გაეყიდათ მანამდე, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო კინოთეატრები დაიკეტა. და უფრო მეტიც: ახლა ის Apple-ის ონლაინსტრიმინგის სერვისზე – Apple TV+-ზე გავა.  

„გრეიჰაუნდი“ ეფუძნება ნამდვილ ამბავს და ასევე სი ეს ფორესტერის რომანს „კარგი მწყემსი“, რომელიც თვითონ ჰენკსმა გარდაქმნა სცენარად. სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის პირველ დღეებში ვითარდება. მოკავშირეების 37 გემისგან შემდგარი საერთაშორისო ქარავანი, რომელსაც კაპიტანი ერნესტ კრაუზე (ჰენკსი) ხელმძღვანელობს, კვეთს ჩრდილოთის ყინულოვან ოკეანეს, მაშინ, როცა მას მისდევს ნაცისტების ნავების ხროვა.

კაპიტანი იოლად უმკლავდება მათ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია ბრძოლისა – რომელშიც ის და მისი ქარავანს საჰაერო ძალების დახმარების გარეშე რჩება. Apple-ს ჯერ არ გამოუცხადებია გაშვების თარიღი, თუმც იმედია, ეს მალე მოხდება.

კომენტარები

კომენტარი