ვიზუალური ხელოვნება

ტიციანის “Poesie” და ფილიპ მეორის დროინდელი სამყარო

ხელოვნების კრიტიკოსი – ბლეიკ გოპნიკი მიიჩნევს, რომ ესპანეთის მეფის – ფილიპ მეორის დაკვეთით შესრულებულ ნახატებში, ცნობილი იტალიელი მხატვარი – ტიციანი სხვადასხვა სიმბოლოებით გამოხატავს ეპოქის იმდროინდელ სულს – კოლონიზაციას, ახალი ქვეყნების აღმოჩენას და თანმდევ ფსიქოლოგიურ და მენტალურ ცვლილებებს.

ტიციანი იმყოფებოდა ესპანეთის მეფის – ფილიპ მეორის პატრონაჟის ქვეშ, რომელიც მაშინ გახლდათ არამხოლოდ ესპანეთის, არამედ ასევე „მეფე ირლანდიელთა და ინგლისელთა, ჰოლანდიელთა და ფლამანდელთა, პორტუგალიელთა და კოლონიებისა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და თვით აზიაშიც“ – ფილიპინები ქვეყანას დაერქვა სწორედ ამ მეფის სახელის მიხედვით.

ტიციანი, “დიანა და კასტილო”, (1556-59).

ფილიპის დაკვეთით შესრულებული ნახატების ციკლი “Poesie” წარმოგვიდგენს ფართო ღია სივრცეებს, რომლებიც ვრცელდება გაცილებით შორს იმ ადამიანების მიღმა, რომლებიც ნახატის ფონზე ჩანან, ეს კი გვთავაზობს როგორც მუქარას, ასევე დაპირებას. ეს არის სწორედ ის ახალი სივრცეები, რომლებშიც ტიციანი და მისი თანამედროვეები ცხოვრობდნენ და აზროვნებდნენ მსოფლიო მასშტაბის დაპყრობების წყალობით, რომლებსაც აწარმოებდნენ ესპანეთის მეფეები და ასევე ახალი, უმეტესწილად კონცეპტუალური, მაგრამ ასევე გეოგრაფიული, ეკონომიკური, კულტურული და თვით ზოოლოგიური ჰორიზონტების წყალობით – რომლებიც გადაშალა მათმა მძვინვარე კოლონიზაციამ ევროპის მიღმა.

ტიციანი, “პერსევსი და ანდრომედა”, (1554-56).

მსოფლიო თავს გრძნობდა უფრო დიდად, ვიდრე ოდესმე მანამდე, მათ წინაშე უფრო მეტად წარმოდგენილი, მაგრამ ასევე უფრო ნაკლებად ცნობილი ბუნებით; მუდმივად გაფართოების პროცესში მყოფი მსოფლიოს წინაშე ევროპული სული აღმოჩნდა დაპირების უფრო დიდი განცდის პირისპირ, მაგრამ ასევე უფრო ნაკლები სტაბილურობით. ეს სული ჩანს ციკლში “Poesie”.

ტიციანი, “ევროპის მოტაცება”, 1560–62

ნახატში „ევროპის მოტაცება“, ევროპა აღმოჩნდება გატაცებული ხარად ქცეული ზევსის მიერ უცხო და უცნაურ ქვეყნებსა და ზღვებში, თუმცა ტიციანის ასახვაში ეს ყველაფერი ერთგვარად მადასაც აღძრავს, თითქოს იგი მიანიშნებდეს ახალი სამყაროების რესურსებზე, რომელთა ძარცვაც შეუძლია ევროპას.

ტიციანი, “დიანა და აქტეონი”, (1556–59)

ნახატში „დიანა და აქტეონი“ დიანას მხლებელ ნიმფათაგან ერთ-ერთი აფროამერიკელია – ამ პერიოდში ფილიპ მეორეს აფრიკიდან მიჰყავს მონები კოლონიებში, რადგან ადგილობრივი მონები იღუპებიან ევროპელების მიერ იქ შეტანილი დაავადებების შედეგად.

ბლეიკ გოპნიკის თქმით, სავალდებულო არაა ტიციანს ეს მინიშნებები გაცნობიერებულად და განზრახ გაეკეთებინა, მაგრამ საჭიროა ამ ნამუშევრების გაზრება მისი კონტექსტის შესატყვისად. ტიციანი მოგზაურობდა ფილიპ მეორესთან ერთად, ტიციანი რაინდად აკურთხა ფილიპის მამამ, ტიციანმა თავისი პატრონის და მეფის ახალი, არასტაბილური სამყარო თავის შემოქმედებაში დააფიქსირა და ამით რაღაც სტაბილურობა შესძინა თითქოს.

კომენტარები

კომენტარი