საშემსრულებლო ხელოვნება

ტიმატი ტრიო მანდილს სიმღერის ჩასაწერად ეპატიჟება

რუსეთში მოღვაწე ცნობილი რეპერი ტიმატი საკუთარ Instagram გვერდზე ტრიო მანდილის სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს და წერს “როგორც კი კონცერტს დავასრულებ, ჩემთან სტუდიაში დაგელოდებით, ერთად ჩავწეროთ”.

ტრიოს პროდიუსერის, როტისლავ მასლოვიჩის განცხადებით, რეპერთან მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულად რა და როდის იქნება ეს ჯერ არ გარკვეულა.

”მანდილი” ცნობილი სოფელ ცხვარიჭამიაში გადაღებული ვიდეოს წყალობით გახდა, რომელშიც ისინი ქართულ ხალხურ მოტივებზე შექმნილ სიმღერას, „აპარეკას“ ასრულებენ. აღნიშნულმა ვიდეომ ინტერნეტში ხუთ მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.

ტიმატის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში გოგონები სიმღერას ”ერთი ნახვით” ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი