საშემსრულებლო ხელოვნება

,,ტექსტები სიცოცხლესა და სიკვდილს შეეხება, ყველაფრის ფეხებზე დაკიდების ცხოვრების წესს” – ,,Green day”-ს ახალი ალბომი გამოვიდა

პანკ-როკის შემსრულებელმა ამერიკულმა ჯგუფმა ,,Green day’’-მ ახალი ალბომი ,,Father of all Motherfuckers’’ გამოუშვა. ჯგუფი 1987 წელს დაარსდა და უკვე სამი ათწლეულია, რაც მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწეობს. კარიერის განმავლობაში მათ 88 მილიონი ჩანაწერი გაყიდეს, ხუთჯერ მიიღეს ,,Grammy’’, მოხსნეს  MTV-ს ჯილდოების რეკორდი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პანკ-როკის შემსრულებელი ჯგუფი სწორედ ,,Geen Day” გახლავთ.

ახალი ალბომი ,,Green day’’-ს სხვა ალბომებისგან საკმაოდ გასნხვავდება, რადგან რამდენიმე ჟანრის ერთობლიობას წარმოადგენს, თუმცა ცხოვრებისადმი ჯგუფის ტრადიციულ დამოკიდებულებას არ სცდება.

ტექსტები სიცოცხლესა და სიკვდილს შეეხება, ყველაფრის ფეხებზე დაკიდების ცხოვრების წესს– ამბობს ჯგუფის სოლისტი ბილი ჯო არმსტრონგი.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ალბომი, თავის წინამობედებთან შედარებით, უფრო მოკლეა. გადავწყვიტე, რომ გრძელი სიმღერები არ მომწონს. როდესაც სხვისი მუსიკის მოსმენას ვაპირებ , დავხედავ, თუ სამ წუთზე გრძელია, ვთიშავ, არ მინდა მაგ ნაგავს მოვუსმინო. ვის აქვს ამისთვის საკმარისი დრო? – ბილი ჯო არმსტრონგი

ჯგუფის წევრები უკვე თითქმის 50 წლისები არიან, თუმცა თავს ზუსტად ისე გრძობენ, როგორც კარიერის დასაწყისში და ეს მათი ახალი ალბომის მოსმენისთანავე ცხადი ხდება.

კომენტარები

კომენტარი