კინო

სპაიდერმენის ახალი ნაწილის გამოსვლის თარიღი ცნობილი გახდა

,,სონიმ’’ სპაიდერმენის ახალი ნაწილი 2021 წლის შემოდგომისთვის დააანონსა. მას შემდეგ, რაც ,,სონიმ’’ წარუმატებლად სცადა მარტოს შეექმნა სპაიდერმენისთვის ახალი სამყარო, მან ,,Marvel’’-თან ურთიერთობა განაახლა და შემდეგ სერიები მათი თანამშრომლობის შედეგი იქნება.

სპაიდერმენის პოპულარობა საგრძობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მის როლს ტომ ჰოლანდი ასრულებს.

სტუდია სპაიდერმენზე რამდენიმე ფილმის გამოშვებას აპირებს. რიგის მიხედვით პირველი ჯერ ჯარედ ლეტოს პერსონაჟი ,,მორბიუსი’’ იქნება, რომელიც ,,Marvel’’-ის სამყაროს წევრი გახდება. მას ,,ვენომის’’ მეორე ნაწილი მოჰყვება, შემდეგ ,,Spider-Man: Homecoming 3” 2021 წლის ივლისში გამოვა, ხოლო ბოლოს ,,Into The Spider-Verse 2”.

სხვა დეტალები ფილმის შესახებ ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ პროდიუსერები ამბობენ, რომ სპაიდერმენის ისტორია ამით არ სრულდება და მომავალში კიდევ უნდა ველოდოთ ახალ სერიებს.

კომენტარები

კომენტარი