კულტურა

სოფელ ლაილაში არსებული ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის  სოფელ ლაილაში მდებარე ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. – ინფორმაციას ამის შესახებ  მაცნე ავრცელებს.

შესაბამისს ბრძანებას ხელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა.

სააგენტოს იურიდიულმა სამსახურმა, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიება უნდა განახორციელოს.

 

კომენტარები

კომენტარი