ვიზუალური ხელოვნება

სკულპტურის განადგურებაში ბრალდებული კრიტიკოსი აცხადებს, რომ ნაწარმოებს “არ ჰქონდა ხელოვნების ატრიბუტები“

სკანდალურად ცნობილი მექსიკელი არტ-კრიტიკოსი, რომელსაც ბრალი დასდეს 19 000 დოლარად შეფასებული სკულპტურის განადგურებაში ვიზუალური ხელოვნების ფესტივალზე, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის არ არის პასუხისმგებელი ნამუშევრის განადგურებაზე.

აველინა ლესპერი, ცნობილი კრიტიკოსი იმისა, რასაც იგი უწოდებს თანამედროვე ხელოვნების „თაღლითობას“, ამბობს, რომ გაბრიელ რიკოს 2018 წლის ნამუშევარი „სხარტი და ბოროტი ტრიუკები“, რომელიც დაიმსხვრა ზონა მაკოს ფესტივალზე, სადაც მან თავისი ნეგატიური შეფასება გააკეთა, იყო შემთხვევა, რომელიც მოსალოდნელი იყო ნამუშევრის ხარვეზიანი აგებულების გამო. „ექსპერტებმა მითხრეს, რომ ცუდად გამობრძმედილი და დაჭრილი მინა შეიძლება თავისით დაიმსხვრეს ნებისმიერ დროს“ – დაწერა მან თავის ბლოგში გასულ კვირას. „თუ დამცავი მინა ვერ უძლებს მინიმალურ კონტაქტს… როცა ვწმენდთ ან გადავაადგილებთ მას, ის დაიმსხვრევა ისედაც“.

რიკოს ქმნილება იყო მეხიკოს გალერეის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატი, თუმცა ლესპერი წერს: „მე მიმაჩნია, რომ მას სახელოვნებო ატრიბუტები არ გააჩნია“.

ფესტივალის დროს კრიტიკოსმა სკულპტურასთან მოათავსა ცარიელი ლითონის ქილა, რათა გადაეღო ფოტო დაცინვის მიზნით, თუმცა როგორც იგი აცხადებს, იგი მინას არ შეხებია, თანაც, ნამუშევრის აღდგენა თავისუფლად შესაძლებელია, თუმცა გაბრიელ რიკო, რომლის ნამუშევარი 2019 წლის ბიენალეს გამოფენაზე მთავარი ექსპონატი იყო, აცხადებს, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი