ვიზუალური ხელოვნება

სკანდალური პერფორმერი – პიოტრ პავლენსკი თავს ფრანგად აცხადებს და რუსეთში დაბრუნებაზე უარს ამბობს

რუსი პერფორმერი პიოტრ პავლენსკი აცხადებს, რომ იგი თავს ფრანგად თვლის და არ აპირებს რუსეთში დაბრუნებას. მისი აზრით, თუ იგი ცხოვრობს პარიზში, ის არის ფრანგი და „პარიზელი“, შესაბამისად, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ქალაქის და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის აცხადებს, რომ არ აპირებს არსად წასვლას, მათ შორის არც თავის სამშობლოში.

ასევე მან დაახასიათა თვისი ხელოვნება, როგორც „პოლიტიკური ხელოვნება“. პავლენსკი სხვადასხვა პერფორმანსებითაა ცნობილი. მან ახლახანს გამოაქვეყნა ინტერნეტში ინტიმური ფოტოები და ვიდეო, სადაც ვხედავთ ცნობილ ფრანგ პოლიტიკოსს მმართველი პარტიიდან „წინ რესპუბლიკა“ – ბენჟამინ გრივოს.

პოლიცია 2 იანვრის შემდეგ ეძებდა პავლენსკის. ხელოვანი დააკავეს „ორგანიზებული ბანდის მეშვეობით ზიანის მიყენების“ გამო. მოგვიანებით მას წაუყენეს ბრალი „გრივოს საქმეზე“ პარიზში. ამჟამად მას ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი აქვს დაწერილი.

კომენტარები

კომენტარი