ვიზუალური ხელოვნება

სინდი შერმანის იდუმალი ფოტოხელოვნება

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიცნობთ სინდი შერმანის ფოტოების პერსონაჟებს. თითქოს ისინი გადმოვიდნენ ალფრედ ჰიჩკოკის ფილმებიდან ან მიეკუთვნებიან ფრანგული ახალი ტალღის და იტალიური ნეორეალიზმის მიმდინარეობებს, მაგრამ არის რაღაც მათში, რასაც დაზუსტებით ვერ ამოვიცნობთ. ერთ წამში გაყინული, წარსულისა და მომავლის გარეშე, ისინი გვტოვებენ გამოცანის წინაშე, რათა დავიწყოთ სპეკუალცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამ მიიყვანა ისინი ამ წამამდე ან საითკენ მიემართებიან.

ლონდონის პორტრეტების ეროვნული გალერეის კურატორი პოლ მურჰაუზი ამბობს: „ეს თითქმის სტრატეგიულია. მისი ნამუშევარი გიწვევს ინტერპრეტაციისათვის და ავტორი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ეს. ის ასევე ამბობს – მნიშვნელოვანია, რომ ნაწარმოები ორაზროვანია. არსებობს პასუხების მთელი რიგი, რაც გაჩენილა წლების მანძილზე და ავტორი არც უარყოფს მათ და არც ადასტურებს“.

 დიდწილად შეუბრალებელი ჰერმეტულობა საზოგადოებას და კრიტიკოსებს თანაბრად უტოვებს თავისუფლებას გაიგონ მისი ნაწარმოები მათი პიროვნული და მეტიც – საზოგადოებრივი საჭიროებების მიხედვით.

მისი ფოკუსი საკუთარ თავზე, როგორც მარადცვალებად სუბიექტზე დანახულია როგორც შემაძრწუნებლად წინასწარმეტყველური ჩვენი საკუთარი, გამოსახულებით შეპყრობილი კულტურის მიერ, რომელშიც დომინირებს ფოტოშოპით შესწორებული  ჟურნალის ყდები და ზედმიწევნით დარედაქტირებული პროფილები ინსტაგრამზე. მურჰაუზი აცნობიერებს, რომ „უფრო ახალგაზრდა მნახველები იფიქრებენ, რომ ეს ფოტოები არის სელფები და ეს იქნება მათი პასუხი ამ ნაწარმოებებზე, თუმცა სინდი მათ ასე არ ხედავს“.

ერთ-ერთ ფოტოში სინდი წარმოგვიდგენს პერსონაჟს – შიშველ მოდელს, რომელიც ისვენებს გადაღებებს შორის შუალედში. „ის მკვეთრად ხაზს უსვამს, რომ ეს მოდელი, რომელიც საკუთარ თავს, როგორც სხეულს ისე წარადგენს, სინამდვილეში ფლობს სულს“ – ამბობს მურჰაუზი. მაგრამ არის ეს სული მოწყენილი, გულგრილი თუ გაბრაზებული? პასუხი უფრო მეტს ამბობს ჩვენს საკუთარ შეხედულებებზე, ვიდრე გამოგონილ პერსონაჟზე. სწორედ ფოტოების ჩვეულებრივობა აქცევს მათ უფრო მეტად შესაფერისს იმისათვის, რათა გახდნენ ჩვენი საკუთარი ნევროზებისა და კომპლექსების ჭურჭლები.

2016-2018 წლების ფოტოების სერიაში, სადაც მსახიობი ქალები არიან გადაღებული, შერმანი თითქოს გვიჩვენებს ქალებს რომელთაც თავიანთი დრო ჰქონდათ უფრო უფრ ჩუმ ეპოქებში და ახლა თითქოს მოძველებულად ჩანან ახალი ტექნოლოგიების და ახალგაზრდა მოდელების ფონზე. ესაა წაკითხვა, რომელიც სიმძაფრის გარკვეულ დონეს ჰმატებს მათ შეუპოვრად ამაყ პოზებს.

საბოლოოდ, შეიძლება შერმანის შემოქმედება წავიკითხოთ ასე? ხელოვნება, როგორც თერაპია? როგორც კარგი თერაპევტი ის ჩუმად არის და გვაძლევს საშუალებას ვილაპარაკოთ.

კომენტარები

კომენტარი