შემოქმედებითი ინდუსტრიები

სინგაპურის წყალსაცავებში წყლის ხარისხს რობოტი გედები გააკონტროლებენ (ვიდეო)

სინგაპურის მთავრობა ადგილობრივ წყალსაცავებში წყლის ხარისხის კონტროლისთვის რობოტი გედების გამოყენებას დაიწყებს, წერს სააგენტო Channer News Asia.

რობოტი SWAN (Smart Water Assessment Network), რომელიც თეთრი გედის პროტოტიპია, სინგაპურის რამდენიმე ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ ერთდროულად არის შექმნილი. გამოგონების პროცესში  მონაწილეობდა წყლის რესურსების მართვის სააგენტოც.

თითოეული „გედი“ ორი ძრავითა და გადამცემითაა აღჭურვილი. მათ შეუძლიათ გადასცენ ინფორმაცია წყლის მჟავიანობის, გამჭვირვალობის, წყალში ნახშირორჟანგისა და ქლოროფილის შემცველობის შესახებ.

ახლა ამ ფუნქციას ადამიანები ასრულებენ, ნავების საშუალებით. ნიმუშების გადტანასა და ანალიზში კი დიდი დრო იკარგება. რობოტი გედები წყლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას რეალურ დროში მიაწვდიან შესაბამის სტრუქტურებს.

ამ რობოტების ტესტირება სინგაპურში 2014 წლიდან მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი