არქიტექტურა, არქეოლოგია

სენსაცია! კვლევის ცენტრმა კლდეში ნაკვეთ მონასტერს მიაგნო

“კვლევის ცენტრის” ექსპედიციამ ტაოში კლდეში ნაკვეთ უცნობ მონასტერს მიაკვლია. კომპლექსი, როგორც თავად აღნიშნავენ, ისტორიულ სოფელ აკრიაკთან მდებარეობს. მთავარი ეკლესია კლდეშია ჩაშენებული და მისი სიგრძე 10 მეტრია.

 

სამხრეთი კედელი ჩამოქცეულია, ეკლესიასთან დაკავშირება კლდეში ნაკვეთი გვირაბით ხდებოდა. აქვეა მცირე ზომის სამლოცველოც, კლდეში სხვადასხვა ზომის ნაგებობებია ნაკვეთი. კომპლექსის თავზე სახიზარია, რომელიც ამოშენებული კედლით. კლდის მონასტრის შესახებ წერილობითი წყაროები ან სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. – აცხადებს კვლევის ცენტრი

კომენტარები

კომენტარი