საშემსრულებლო ხელოვნება

სელინ დიონს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

სელინ დიონმა სამშაბათას გამოაცხადა, რომ გადადებს თავის ტურნეს ვაშინგტონსა და პიტსბურგში ნოემბრისთვის, რადგან იგი გაციებულია.

„ვწუხვართ მოგახსენოთ, რომ გაციების გამო სელინ დიონი გადადებს  ამ კვირაში თავისი ახალი ალბომის – “Courage”-ის წადგენის მიზნით დაგეგმილ თავის კონცერტებს ვაშინგტონსა და პიტსბურგში“ – ვკითხულობთ მომღერლის ფეისბუქის გვერდზე. პოსტი ასევე მოიცავდა გადადებული კონცერტების ახალ თარიღებს – 11 მარტის ვაშინგტონის კონცერტი გადაიდო 16 ნოემბრისთვის, ხოლო 13 მარტის პიტსბურგის კონცერტი 18 ნოემბერს.

მსმენელებს ურჩევენ შეინახონ ბილეთები შესაბამის თარიღამდე.  ორშაბათს საღამოს ნიუ იორკში ექვსი კონცერტის ჩატარების შემდეგ სელინ დიონს დაეწყო ჩვეულებრივი გაციების სიმპტომები, რომელიც სამშაბათსაც გაგრძელდა და ექიმებმა მას შემდეგი 5-7 დღის განმავლობაში დასვენება ურჩიეს.

ტესტის შედეგების მიხედვით ექიმებმა დაასკვნეს, რომ სელინ დიონს არ აქვს კორონავირუსი.

კომენტარები

კომენტარი