კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

სელენა გომესს ვუდი ალენი ფილმში გადაიღებს

 

სელენა გომესი ვუდი ალენის ახალ ფილმში ითამაშებს. ჯერ-ჯერობით სულ ცოტა რამ არის ამ ამბავთან დაკავშირებით ცნობილი, მაგრამ, როგორც შარშან, ამ პროექტსაც “ამაზონ სტუდიო” გამოუშვებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფილმს ჯერ სახელიც კი არ აქვს. სელენა გომესთან ერთად ითამაშებს ტიმატი ჩალმეტი.

სელენა აქტიურად მოღვაწეობს კინემატოგრაფიულ ასპარეზზე. მან ნეტფლიქსის სერიალი „13 მიზეზი თუ რატომ“ გადაიღო და ასევე გამოჩნდა ფილმებში: „The Fundamentals of Caring“ და “In Dubious Battle“.

როგორც ჩანს, სელენა, ამ ყველაფერთან ერთად, ახალი ალბომის გამოცემასაც გეგმავს. ამასობაში კი ვუდი ალენი ნიუ–იორკის ფილმების ფესტივალზე, სხვა ფილმის „გამაცვიფრებელი ბორბალი“ პრემიერას გეგმას, რომელიც ამა წლის ოქტომბერში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი