საშემსრულებლო ხელოვნება

სელებრითები პანდემიით დაზარალებულებს ეხმარებიან

არიანა გრანდე მოულოდნელად გამოჩნდა მისი ძმის – ფრენკი გრანდეს ვირტუალურ ღონისძიებაზე, რომლის მიზანი არის თანხების მოზიდვა ლოს ანჯელესის ლგბტ ცენტრისთვის. „მე მინდა გავუგზავნო ჩახუტება და უამრავი სიყვარული ნებისმიერს, ვისაც ეს სჭირდება და თავს გრძნობს ძალიან იზოლირებულად“ – თქვა მომღერალმა ორსაათიანი „ცისარტყელა მარათონში“ ჩართვისას.

ცენტრის ხელმძღვანელი დერელ ქამინგსი აცხადებს, რომ ორგანიზაცია ახერხებს იმავე დონის მომსახურება გასწიოს, რასაც კორონავირუსამდე ახერხებდა. ღონისძიების ორგანიზატორებს იმედი ჰქონდათ, რომ 17 მილიონი შეგროვდებოდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ 7 მილიონის მოზიდვა შეძლეს. თანხები ირიცხება ლოს ანჯელესის ცენტრსა და სან-ფრანცისკოს შიდსის ფონდში და იგი შიდსით დაავადებულებს მოხმარდდება.

მირანდა ჰარტი

ინგლისელმა პაროდისტმა მირანდა ჰარტმა იხუმრა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი სელებრითი ჩაერთო კოვიდით დაზარალებულთა დასახმარებელ ერთ-ერთ ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც ისინი მღეროდნენ “Smile”-ს. პატი ლეპონის მიერ სიმღერის შესრულებას იგი ასე ეხმაურება: „მე შოკში ვიყავი, როცა ის ცოცხალი დავინახე. მე იგი გამოვიგლოვე წლების წინ, ასე რომ ის არ უნდა მღეროდეს რამეს მის მდგომარეობაში. ის უნდა ისვენებდეს.“

კომენტარები

კომენტარი