არტ მენეჯმენტი

სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება უკვე დაწყებულია და პროცესი 2017 წლის 14 აგვისტოს 17:00 საათზე დასრულდება. მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში უნდა მიიტანონ.

საკონკურსო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებულია შემდეგ ბმულზე:
http://culture.gov.ge/getattachment/762a06ce-6b55-48dc-8bcd-86e75e948388/ganckhadeba_konkursis_shesakheb_-_2017.pdf.aspx

კომენტარები

კომენტარი