საშემსრულებლო ხელოვნება

სახალხო არტისტი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა

კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გომარ სიხარულიძე წლების განმავლობაში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრის გამგე იყო.

მას დაწერილი აქვს არაერთი მუსიკალური ნაწარმოები როგორც ფორტეპიანოსთვის, ასევე კამერულ-ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები.  მას ეკუთვნის საესტრადო სიმღერები – “იმერული ბალადა”, “გურია”, “დონ კიხოტი ზურიკელა”, “გაზაფხული”; შექმნილი აქვს მუსიკა სპექტაკლების, ანიმაციური ფილმებისა და მხატვრული კინოფილმებისათვის (“ჩარი–რამა”, “გამინაწილე სითბო”, “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”).

კომენტარები

კომენტარი