ვიდეოები კულტურა

“საქართველო შეიძლება საუკეთესო ევროპულ ქვეყნადაც კი ჩაითვალოს” – დრიუ ბინსკის ვლოგი საქართველოს შესახებ

ცნობილი ვლოგერი, დრიუ ბინსკი, რომელიც მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურას აცნობს საკუთარ მაყურებელს, საქართველოში 3 წლის შემდეგ დაბრუნდა. მისი გიდი კი ბერა ივანიშვილი იყო.

“აღელვებული ვარ საქართველოში დაბრუნებით – ქვეყანაში, რომელიც ჩემს სიაში საკმაოდ მაღლა იყო. აქ 2015 წელს ვიყავი.

ეს გამოცდილება კიდევ უფრო აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი.

პატივი მერგო, რომ ბერას, ცნობილ არტისტს დავეპატიჟე და გაეცნო ჩემთვის თავისი სამშობლო. მალევე შევიგრძენი ნაცნობი სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო და კულტურა, რომელიც საქართველოს ნამდვილად უხვად აქვს დამადლებული.

სერიოზულად, საქართველო შეიძლება საუკეთესო ევროპულ ქვეყნადაც კი ჩაითვალოს” – წერს დრიუ ბინსკი.

კომენტარები

კომენტარი