ვიზუალური ხელოვნება

საქართველო საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს უმასპინძლებს

11-დან 16 მაისის ჩათვლით, თბილისში, დოკუმენტური კინოფესტივალი  CinéDOC-Tbilisi ჩატარდება. ღონისძიება კავკასიაში ერთადერთი ამ ტიპის საერთაშორისო კონკურსია.

ორგანიზატორების განცხადებით,  წელს, ფესტივალის მეხუთე გამოშვებაზე, მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს 67 ფილმი 30 ქვეყნიდან,  რომლებსაც  მრავალი საერთაშორისო პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული.

ფესტივალის სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ შეხვდნენ    რეჟისორებს, პროდიუსერებს, ოპერატორებს, პროტაგონისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფესტივალების წარმომადგენლებს. შესაძლებელი იქნება  მონაწილეობა  მასტერკლასებში, ფიჩინგებში, დისკუსიებსა და კითხვა-პასუხის სესიებში.

კინოჩვენებებს კინოთეატრები „რუსთაველი“, „ამირანი“  და კინოს სახლი უმასპინძლებენ. ფილმების ნახვა  ასევე შესაძლებელი იქნება „Backstage75“-სა და „მზიურში“.

ფილმების შესახებ დამატებითი ინფორმაცია  განთავსებულია  ვებ-გვერდზე: www.cinedoc-tbilisi.com

კომენტარები

კომენტარი