კინო

საქართველოში უკრაინული კინოს დღეები იმართება

საქართველო უკრაინული კინოს დღეებს 27-დან   30 აპრილამდე უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში  ფილმების ჩვენებები მოეწყობა და უკრაინელი კინემატოგრაფების მასტერკლასები გაიმართება.

კინოფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ რეჟისორ ტარას ტრაჩენკოს ფილმით „გვრიტის ბუდე“ გაიხსნა. „გვრიტის ბუდე“ 2016 წელს ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი გახდა.

 

ფესტივალის პროგრამა:

 

კინოთეატრი „ამირანი“ (დასწრება თავისუფალია)

27 აპრილი, 20:00 საათი – კინოფესტივალის ‘უკრაინა ფოკუსში’ საზეიმო გახსნა

მ/ფ ‘გვრიტის ბუდე’ (2016), რეჟ. ტარას ტკაჩენკო

28 აპრილი, 20:00 საათი – მ/ფ ‘ჩემი ბებია ფანი კაპლანი’ (2016), რეჟ. ოლენა დემიანენკო.

29 აპრილი, 12:00 საათი – ახალგაზრდა მაყურებლისთვის! ფილმის ‘მაგიის გაკვეთილების’ ტრეილერის პრეზენტაცია, რეჟ. ლილია სოლდატენკო ანიმაციური ფილმი ‘მიკიტა კოჟუმიაკა’ (2016), რეჟ. მანუკ დეპოიან

20:00 საათი – ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ალმანახი:

“მოშორებით”, რეჟ. კატია გორნოსტაი

“ლურსმანი”, რეჟ. ფილიპ სოტნიჩენკო

‘მანჩესტერში წვიმდა’, რეჟ. ანტონიო ლუკიჩ

‘კაცის საქმე’, რეჟ. მარინა სტეპანსკა

 

22:00 საათი –  მ/ფ ‘სელფიფართი’ (2016), რეჟ. ლიუბომირ ლევიცკი

 

30 აპრილი, 14:00 საათი – *დ/ფ ‘უკრაინელი შერიფები’ (2016), რეჟ. რომან ბონდარჩუკი

 

20:00 საათი – დ/ფ ‘შინაურები’ (2016), რეჟ. ვიტალი მანსკი

22:00 მ/ფ “ხალხის მსახური 2” (2016), რეჟ. ოლეკსიი კირიუშჩენკო – შემოქმედებით ჯგუფთან ფილმის განხილვა.

 

შეხვედრა და მასტერკლასი უკრაინელ კინემატოგრაფისტებთან

12:00-17:00 RadioCafe, დოლიძის ქუჩა 2

იაროსლავ პილუნსკი – კინოოპერატორი, პროექტი ‘ყვითელი ავტობუსი’ – კულტურულ საგანმანათლებლო კომუნიკაციის პირობების შექმნა, ახალგაზრდებში კინოხელოვნების ნიმუშების გაცნობა.

ლიუდმილა გორდელაძე – კინოთეატრ „ჟოვტენის“ დირექტორიკინოჩვენების კულტურის განვითარება, აუდიტორიის ყურადღების მიბყრობა, ადგილობრივი და არტჰაუზ კინო გაქირავება, უკრაინაში და მეზობელ ქვეყნებში კინოგაქირავების მდგომარეობა. კინოთეატრ ‘ჟოვტენის’ ქეისი – ყველაზე ძველი კინოთეატრი კიევში.

რიმა ზიუბინა – უკრაინული კინოს და თეატრის მსახიობი, ფილმში ‘გვრიტის ბუდე’ მთავარი როლის შემსრულებელი. შემოქმედებითი შეხვედრა.

იულია სინკევიჩი – ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდუსერი. როგორ განვავითაროთ ფილმის საფესტივალო სტრატეგია.

რომან ბონდარჩუკი – რეჟისორი. რეჟისორობის შესახებ. კეისი ფილმისა ‘უკრაინელი შერიფები’. ოსკარის კამპანიის ფარული საფრთხეები.

 

კომენტარები

კომენტარი