კულტურა

საქართველოში ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა (სტატისტიკა)

2017 წლის იანვარი – აგვისტოს თვის მონაცემებით საქართველოს 5,059,106 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +18.9%-ია.

მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2,402,699 შეადგინა (ზრდა +29.4%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), სომხეთიდან (+16.8%),  რუსეთიდან (+33.9%), თურქეთიდან (-6.6%) და ირანიდან (+141.9%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – აგვისტოში გამოირჩნენ ნიდერლანდები +38%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +31% და საფრანგეთი +29%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან საუდის არაბეთი +196%, ქუვეითი +178%, ირანი +142% და ინდოეთი +99%.

 

ქვეყანა 2016: იანვარი – აგვისტო 2017: იანვარი – აგვისტო ცვლილება ცვლილება %
1 აზერბაიჯანი 1,039,991 1,148,484 108,493 10.4%
2 სომხეთი 943,389 1,101,479 158,090 16.8%
3 რუსეთი 713,728 955,475 241,747 33.9%
4 თურქეთი 870,773 813,039 -57,734 -6.6%
5 ირანი 91,282 220,810 129,528 141.9%
6 უკრაინა 117,357 135,325 17,968 15.3%
7 ისრაელი 60,437 84,555 24,118 39.9%
8 საუდის არაბეთი 15,565 46,140 30,575 196.4%
9 ყაზახეთი 36,276 42,332 6,056 16.7%
10 პოლონეთი 31,019 37,226 6,207 20.0%

მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 154 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 865,223-ს შეადგენს. 8,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 11 ქვეყნიდან, ჯამში 754,377 (მთლიანი ზრდის 87%).

ქვეყანა 2017: 8 თვე ზრდა 2017: 8 თვე წილი მთლიან ზრდაში (%)
რუსეთი 241,747 28%
სომხეთი 158,090 18%
ირანი 129,528 15%
აზერბაიჯანი 108,493 13%
საუდის არაბეთი 30,575 4%
ისრაელი 24,118 3%
ინდოეთი 18,101 2%
უკრაინა 17,968 2%
იორდანია 8,914 1%
გერმანია 8,569 1%
ბელარუსი 8,274 1%
სხვა 110,846 13%

 

რაც შეეხება, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეს, საქართველოს 1,080,449 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +27.4%-ია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 573,368 საერთაშორისო ვიზიტორი გაჩერდა  (ზრდა +27.1%).

2017 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+11.7%), რუსეთიდან (+27.8%), აზერბაიჯანიდან (+18.5%), თურქეთიდან  (+42.2%) და ირანიდან (+85.1%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, აგვისტოში გამოირჩნენ იტალია +42%, გაერთიანებული სამეფო +40%, საფრანგეთი +39% და გერმანია +32%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან საუდის არაბეთი +176%, ქუვეითი +168%, ინდოეთი +87%, ირანი +85% და თურქეთი +42%.

2017 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 132 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 232,811-ს შეადგენს. 2,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 12 ქვეყნიდან, ჯამში  ამ ქვეყნებიდან ზრდა 208,658-ია (მთლიანი ზრდის  89%).

ქვეყანა 2017: აგვისტო ზრდა 2017: აგვისტო წილი მთლიან ზრდაში (%)
რუსეთი 49,897 21%
თურქეთი 41,755 18%
აზერბაიჯანი 34,434 15%
სომხეთი 26,070 11%
ირანი 25,373 11%
საუდის არაბეთი 13,769 6%
ისრაელი 4,089 2%
იორდანია 3,416 1%
ლიბანი 2,872 1%
ქუვეითი 2,442 1%
ინდოეთი 2,297 1%
ბელარუსი 2,244 1%
სხვა 24,153 11%

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.

დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი