შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველოზე შემეცნებით გადაცემას მილიონობით ადამიანი იხილავს

საქართველოსამდი ინტერესი არაერთი უცხოური გადამღები ჯგუფისა და სტუდიის მხრიდან მუდმივად იზრდება. ამჯერად, ქვეყანა ყაზახეთის ერთ-ერთი უდიდესი და მაღალრეიტინგული სტუდიის „მიტრაფილმის“ გადამღები ჯგუფისთვის აღმოჩნდა განსაკუთრებით საინტერესო, რომელიც საქართველოს შესახებ შემეცნებით-გასართობ გადაცემას ამზადებს. მათი თქმით, გადაცემა ყაზახეთის რამდენიმე ტელეარხზე გადაიცემა და მას მილიონობით ადამიანი იხილავს.  გადაცემაში გაშუქდება სქართველოს სხვადასხა კუთხე და ქალაქი: თბილისი, მცხეთა, გორი, ბორჯომი, ქუთაისი და ბათუმი. სიუჟეტში დიდი ადგილი დაეთმობა ქართული კულინარიული კულტურისა და საზღვაო კურორტების მიმოხილვას.

პროექტი ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

აღსანიშნავია, რომ ყახაზეთი საქართველოსთვის საკამოდ მსხვილი ტურისტული ბაზარია და ყოველწლიურად ყაზახი ტურისტების რაოდენა ჩვენს ქვეყანაში მუდმივად იზრდება. მსგავსი პროექტები კი ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და ერთმანეთის კულტურის პოპალარიზებას მნიშვნელოვნად ზრდის.

კომენტარები

კომენტარი