შემოქმედებითი ინდუსტრიები

საფრანგეთში მუსიკის ფესტივალზე მეხი ჩამოვარდა

საფრანგეთში, „Vieux Canal”-ის მუსიკის ფესტივალზე, ჭექა-ქუხილის დროს მეხი გავარდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა. მათგან ორს კრიტიკული მდგომარეობა აქვს.  თვითმხილველთა თქმით, დაზარალებულთაგან ზოგიერთი კარავში იმყოფებოდა, თუმცა მეხს ისინიც ვერ გადაურჩნენ.

ადგილობრივმა სახელმწიფო საბჭომ განაცხადა, რომ მომხდარის მსხვერპლი 44 წლის მამაკაცი და 60 წლის ქალია, რომელთაც პირველი დახმარება ადგილზე ჩაუტარდათ, თუმცა ჰოსპიტალში გადაყვანისას მათი მდგომარეობა დამძიმდა.

ფესტივალის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა: “ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ მომხდარისთის. ამ საზარელი ფაქტისა და გაუარესებული ამინდის გამო, ფესტივალს დახურულად ვაცხადებთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე დაგიბრუნდებით“

კომენტარები

კომენტარი