არქიტექტურა, არქეოლოგია

სამხრეთ კორეაში ქართველი არქიტექტორის ეკო-ხიდის პროექტმა გაიმარჯვა

სამხრეთ კორეის დედაქალაქში გამოცხადებულ ეკო-ხიდის დიზაინის პროექტის შესარჩევ კონკურსში ქართველი არქიტექტორის პროექტმა გაიმარჯვა.  ივანე ქსნელაშვილი ესკიზმა შესარჩევი კომისიის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა.

როგორც პორტალ “e-architect.co.uk”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართველ არქიტექტორთან ერთად პროექტზე მუშაობდნენ: პეტრა იზორა, ონა ლოზურატაიტი და დომინიკას დაუნისი.

ეკო ხიდის დიზაინი ისე  არის გადაწყვეტილი, რომ  ხიდიდან  პეიზაჟი  სამხრეთ კორეის ბუნებასა და სიმწვანეს წარმოაჩენს. აღნიშნული ხიდით ქალაქის ორი ნაწილი ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს.

კომენტარები

კომენტარი