არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

სამყარო უხსოვარ დროში – პირველი ადამიანები

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას ,,სამყარო უხსოვარ დროში – პირველი ადამიანები”.

პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს კაცობრიობის ისტორიაში – უძველესი დროიდან დამწერლობამდე (ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა). მათ საშუალება მიეცემათ  კითხვა-პასუხის რეჟიმში განამტკიცონ მიღებული ცოდნა, იმსჯელონ პირველყოფილი ადამიანის განვითარების ეტაპებზე, მათ თავისებურებებზე, სამეურნეო და საბრძოლო იარაღებზე, პირველყოფილ კედლის მხატვრობაზე (პეტროგლიფები) როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დააკვირდებიან თუ როგორ აღიქვამდა უძველესი ადამიანი სულიერ სამყაროს, გაეცნობიან პალეოლითურ მღვიმურ ხელოვნებას და  გააცოცხლებენ ქვის ხანის ადამიანების რწმენა-წარმოდგენებით ჩატარებულ რიტუალებს.

პროგრამის მიზანია ინფორმაციის გააზრების უნარის განვითარება; მიღებული ინფორმაციის შეჯერების უნარის განვითარება; სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევის უნარის განვითარება; პირველყოფილი საზოგადოების ძირითადი მახასიათებლების შესწავლა; დამატებითი ვიზუალური მასალის საფუძველზე ინფორმაციის უკეთ გააზრება არაფორმალურ გარემოში.

პროგრამას თან ახლავს მრავალფეროვანი აუდიო და ვიდეო მასალა.

პროგრამის დასასრულს, მონაწილეები ჩაებმებიან სახალისო აქტივობაში, რომელიც ბავშვებს საშუალებას მისცემს თავად შექმნან პირველყოფილი ადამიანის საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო იარაღები და თილისმები.

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-20 ბავშვი

პროგრამის ხანგრძლივობა: 80 წუთი

ჩატარების დრო: სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი

ჩატარების ადგილი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8

პროგრამის ღირებულება: 10 მონაწილე – 60 ლარი

პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია: 595 501 018; 593 155 052;
551 203 556

კომენტარები

კომენტარი