არქიტექტურა, არქეოლოგია

სამი უჩვეულო სახლი ჩრდილოეთ ევროპაში

პირველი სახლი არის ისლანდიაში. მალევე მას შემდეგ, რაც დაასრულა სწავლა პარიზის École des Beaux-Arts-ში 1960 წელს, ჰიოგნა სიგურთარდოტირი გახდა პირველი ქალი, რომელმაც გააკეთა შენობის დიზაინი ისლანდიაში. რამდენიმე წლის შემდეგ ის გააკეთებს ალბათ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი შენობის დიზაინს. შენობას უბრალო თანამედროვე მიწურის ფორმა აქვს და იგი აშენებული ერთ-ერთი ოჯახისთვის ისლანდიის დედაქალაქის – რეიკიავიკის სამხრეთით მდებარე გარეუბანში.

ბაკაფლიოტი, ისლანდია

1963 წელს სიგურთარდოტირმა ექვსსულიან ოჯახს უთხრა: „მე თქვენ გაგიკეთებთ ბუდეს“ და სამი ბორცვის შეერთებით, რათა დაეცვა მათ ქვემოთ მდებარე სახლი მკაცრი ისლანდიური სტიქიისგან, მან აასრულა დაპირება. სახლი აშენებულია დამუშავებული და გაწმენდილი ბეტონით, ბრუტალისტური ტექნიკით, ისევე როგორც ავეჯის უმეტესობა, მაგალითად, დივანი და საშხაპე – რაც ქმნის კავშირს შიდა და გარე სივრცეებს შორის.

მეორე სახლი სამხრეთ შვედეთშია. – Dragspel ნიშნავს აკორდეონს შვედურად. სახელი ამ სახლს ეწოდა იმის გამო, რომ მეცხრამეტე საუკუნის დროინდელი ქოხი დაფარულია წითელი კედრის კრამიტებით. ის მდებარეობს იოვრე გლას ტბის სანაპიროზე. სახლის ორგანული ფორმა ბუნებრივად ეწყმის გლასკოგენის ნაკრძალის გარემოს და დიზაინირებულია იმგვარად, რომ ჰქონდეს მინიმალური ვიზუალური ზეგავლენა, სტრუქტურის კანქვეშ დამალული ფანჯრებით.

აკორდეონის სახლი, შვედეთი

დროთა განმავლობაში, ქოხის ზედაპირი მიიღებს რუხ ფერს უხეში, კლდოვანი ტყის ლანდშაფტის ზეგავლენით. ზაფხულობით ქოხის წინა ნაწილი შესაძლებელია გამოიწიოს და დინების თავზე მოქცეს საყრდენის მეშვეობით, ამ დროს შიძლება ფანჯრების ფართოდ გაღება და წყლის ჩუხჩუხის მოსმენა, შემდეგ კი ზამთრის ან წვიმიანი დღეების დროს ის უკანვე შეიწევა – ის ერგება გარემოს სეზონისა ან სტუმრების რაოდენობის მიხედვით.

მესამე სახლი არის დიდი ბრიტანეთის ისტორიულ მხარეში – უელსში. ცოლ-ქმარმა არქიტექტორებმა – იან კაპლიკიმ და ამანდა ლევეტმა ძველი სამხედრო ყაზარმა გადააკეთეს „მალატორის სახლად“  – ან „ტელეტუბების სახლად“, როგორც ადგილობრივებმა უწოდეს მას გამომდინარე ბრიტანული საბავშვო სერიალის პერსონაჟების სახელებისგან. ეს არის ორსაძინებლიანი დასასვენებელი სახლი ჩაძირული ხელოვნურ ბორცვში, რომელიც გადაჰყურებს პემბროუკშირის სანაპიროს.

მალატორის სახლი, უელსი, დიდი ბრიტანეთი

სახლი აშენებულია 1998 წელს მიწური სახლის სტილში. მისი ფანერის სახურავს გაკეთებული აქვს კამუფლაჟი ბალახით, რაც მას პრაქტიკულად უხილავს ხდის. შიდა სივრცე დაყოფილია ჭრელი კედლებით და მოიცავს აბანოს, სამზარეულოს და მისაღებს დიდი დივანითა და ბუხრით. ერთადერთი ნიშანი, რომ ბორცვის შიგნით საცხოვრებელია არის ოვალური ფორმის ფანჯარა, თვალივით რომ გასქცერის გარეთ ზღვას.

კომენტარები

კომენტარი