არქიტექტურა, არქეოლოგია

სამი საუკეთესო სახლი ამერიკის შეერთებულ შტატებში

პირველი – ილინოისის შტატის ქალაქ ოუკპარკის გარეუბანში, თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ ფრენკ ლოიდ რაიტის სახლი და სტუდია ყველაზე გამორჩეულია – სანამ არ მიადგებით 1982 წელს ეროლ ჯ. კირშის აშენებულ ამ მასიურ ბუნკერს, რომელიც ჰგავს რაღაც იმგვარ სტრუქტურას, რომელიც ძირითადად სამეციერო ფანტასტიკის ფილმებში თუ გინახავთ.

კირშის სახლის ბეტონით გარემოცული უჩვეულო გეომეტრიული ფორმა უსაფრთხოების განცდას ბადებს – მაგრამ ეს ყველაფერი როდია: მკვეთრად გამოყვანილი სახურავები, შუამდინარული ზიგურატის ფორმის ფანჯრები დიზაინირებულია ენერგიის ეფექტურობისთვის ტემპერატურის ცვლილებისას. გარდა ამისა, ფანჯრები მზის სითბოს მაქსიმალურ შთანთქვას უზრუნველყოფს.

მეორე – არქიტექტორმა ჯიმ ჯენინგსმა და მწერალმა თერეზ ბისელმა დიდი დრო მოანდომეს მათი ელეგანტური უდაბნოს თავშესაფრის მშენებლობას კალიფორნიაში. 1999 წელს მათ შეისყიდეს მიწა პალმზ სპრინგზში და ათწლეული დასჭირდათ მის ასაშენებლად. ჯენინგსი ამბობდა: „როდესაც შენ ხარ შენივე თავის კლიენტი, შეგიძლია იყო იმდენად მომთხოვნი, რამდენადაც გსურს და შენ იცი რამდენად რთული იქნება ყველაფერი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის იოლი გეჩვენება“.

სახლი არღვევს ე.წ. „უდაბნოს მოდერნიზმის“ ტრადიციას და არ იყენებს შუშის მასალას გარემოსადმი გახსნილობის მიზნით, პირიქით, შენობა მთლიანად დაფარულია ბეტონით, რაც ქმნის სიმყუდროვეს და ჩრდილს, რომელიც ასე საჭიროა უდაბნოში.

მესამე – „არქიტექტს ბერსი ჩენ სტუდიომ“ ინდიელთა მიწურების თანამედროვე ინტერპრეტაცია აიღო მოდელად ეჯლენდის სახლისათვის, რომელიც 2 მეტრის სიღრმეშია აშენებული. კომპანიის მიზანი იყო ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში ინდუსტრიის მიერ დაზიანებული ძველი შენობის აღდგენა.

2012 წელს დასრულებულ შენობა, ტორფის სახურავის და მიწისქვეშა სივრცის გამო არის მყუდრო და იზოლირებული ქუჩისგან, რაც მას ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილეს უნარჩუნებს. საძინებელ და სხვა ოთახებს შორის პირდაპირი დერეფნის ან რაიმე კავშირის არარსებობა გათვლილია იმაზე, რომ სახლის მფლობელებმა მეტი დრო გაატარონ გარეთ.    

კომენტარები

კომენტარი