ვიზუალური ხელოვნება

სამი მხატვარი მეოცე საუკუნეში, რომელიც უცნაურობებით გამოირჩეოდა

რა კარიერაც არ უნდა აირჩიო, როგორც ჩანს, ადამიანები ერთსა და იმავე კითხვებს დაგისვამენ ისევ და ისევ. ადამიანთა უმრავლესობა უბრალოდ ითმენს, მაგრამ პიკასოს სხვა იდეები ჰქონდა. როცა მას შეეკითხებოდნენ მისი ნახატების მნიშვნელობაზე, ეჭვქვეშ დააყენებდნენ ყოვლისშემძლე სეზანს (რომელიც მისი ახლო მეგობარი იყო) ან უბრალოდ არასწორად შეეხებოდნენ, ზოგადად, ის მათ თავის რევოლვერს უმიზნებდა. არ ინერვიულოთ, ის არ ყოფილა სერიული მკვლელი, იარაღი ცარიელი იყო, მაგრამ ეს მაინც არის ერთგვარი გზავნილი.   

სალვადორ დალიმ თავისი ცხოვრების აზრად აქცია ყოფილიყო რაც შეიძლება მეტად უცნაური. ამ მცდელობებში შედიოდა ველური კატის ფლობა, რომელთან ერთადაც იგი ქალაქში დასეირნობდა თავისი უცნაური ულვაშით და საუბრობდა საკუთარ თავზე მესამე პირში. ის შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ არ გაეოცებინა გარშემომყოფნი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არასაჭირო იყო ეს ყოველივე. ამის მაგალითია მისი ჩვევა, მოეპარა კალმები თაყვანისმცემლებისგან, რომლებიც მას ავტოგრაფს სთხოვდნენ. ეს სავსებით უწყინარი რამაა, მაგრამ საეჭვოა, რომ მას სჭირდებოდა ყველა ის კალამი.  

მარსელ დიუშამი ქმნიდა კონცეპტუალურ ნამუშევრებს და სპეციალურად ერიდებოდა რომელიმე სახელოვნებო სკოლასთან კუთვნილების დადასტურებას. ასევე ის უფრო მეტად იყო დაინტერესებული თვითრეპრეზენტაციის ცნებების განადგურებით. მისი ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მცდელობა ამ მხრივ იყო მისი ქალური ალტერ-ეგოს შექმნა. მან დაირქვა ეროზ სელავი (რომელიც ჟღერს, როგორც ფრანგული ფრაზა – eros c’est la vie – სიყვარული სიცოცხლეა) და ეს ალტერ-ეგო მისი მრავალი პორტრეტის და სახელოვნებო ნაწარმოებების სუბიექტი იყო. ალტერ-ეგოს სწამდა ადამიანში  სექსუალობის მუდმივად არსებული ქვედინების და მისი, როგორც პერსონაჟის იდუმალი ბუნება ისეთივე რთული იყო, როგორც თავად მარსელ დიუშამისა.

კომენტარები

კომენტარი