კინო

“სამეფო კარის თამაშების” პრიქველის საპილოტო სერიის გადაღება დასრულდა

სერიალ “სამეფო კარის თამაშების” პრიქველის საპილოტო სერიის გადაღებები უკვე დასრულდა და ის საბოლოო დამუშავების პროცესშია. ჯერჯერობით, უცნობია სერიალის პრემიერის კონკრეტული დრო, თუმცა ვიცით მისი სიუჟეტი, რომელიც ვესტეროსში, ორიგინალი სერიალის დრომდე, 5 ათასი წლით ადრე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. ესაა გმირთა ეპოქა, რომელშიც ჩამოყალიბდა ყველა ის საგვარეული, რომელსაც ორიგინალ სერიალში ვხვდებით. ამავე ეპოქას განეკუთვნება ბრანდონ მშენებელის ისტორია, რომელმაც კედელი ააგო, ამ ეპოქაში იყო, ასევე, ყველაზე დიდი ზამთარი ისტორიაში და ა.შ.

HBO-ს პრეზიდენტმა, კეისი ბლოისმა განაცხადა, რომ ჯერ არ უნახავს ეპიზოდის ფინალური ვარიანტი, თუმცა, მისი თქმით, სერიალი შესანიშნავი მსახიობებითაა დაკოპლექტებული.

ცნობილია, რომ “სამეფო კარის თამაშების” პრიქველის ნახვა მხოლოდ HBO-ს არხზე იქნება შესაძლებელი და სტიმინგ სერვის HBO Max-ზე არ გამოვა.

სერიალს ამ დრომდე არ აქვს ოფიციალური სახელწოდება. ჯორჯ მარტინის თქმით, მისი სახელი, სავარაუდოდ, “გრძელი ღამე” იქნება, თუმცა პრიქველის სახელწოდებად ბევრი სხვა ვარიანტიც განიხილება.

შეგახსენებთ, რომ პრიქველისთვის სცენარს ჯორჯ მარტინი და ჯეინ გოდლმანი დაწერენ. გოლდმანი იქნება, აგრეთვე ახალი პროექტის შოურანერიც. სერიალის პრემიერა 2020 წელს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი