კინო

”სამეფო კარის თამაშების” ახალი სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ცნობილი გამოცემის, Metro–ს ინფორმაციით, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი 2019 წელს გამოვა. მერვე სეზონის პრემიერა მომავალი წლის აპრილის თვეშია დაგეგმილი.

მაყურებლის წინაშე სერიალი უფრო მასშტაბურად წარსდგება. ახალი სერიებისთვის გაზრდილი ბიუჯეტია გამოყოფილი. დასკვნით სეზონში სულ 6 სერიას გადაიღებენ, თითოეული მათგანისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

სერიალის ყოველი შემდეგი ნაწილი, წესისამებრ, ყოველი წლის აპრილში იწყებოდა. სერიალმა ბოლო პერიოდში თავისი რეიტინგით ყველა რეკორდი მოხსნა.

 

კომენტარები

კომენტარი