ვიზუალური ხელოვნება

სალვადორ დალის სკულპტურები ევერარდის აუქციონზე გაიყიდება

უენდელ კასლი (1932-2018), იშვიათი, კუნძის ფორმის მინაბოჭკოვანი სკამი

ამანდა ევერარდის აუქციონი, რომელზეც გაიყიდება საუკუნის შუა წლების მოდერნული და თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის ნიმუშები, 30 ივნისს ჩაინიშნა. დიზაინის სექციაში წარმოდგენილია ისეთი კლასიკური ნამუშევრები, როგორებიცაა ზაარინენის მაგიდა და სკამები, ვეგნერის სკამი, ბერტოიას ალმასის სკამი, არედოლუჩეს ლამპა და სხვ.

 „ჩვენ მოხარულნი ვართ წარმოგიდგინოთ საუკუნის შუა წლების ავეჯისა და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშების პირველი აუქციონი, რომელიც მოიცავს 150 ერთეულ გამორჩეულ ავეჯს, კერამიკას და სინათლის და სახვით ხელოვნებას“ – აცხადებს ამანდა ევერარდი.

უილიამ კენტრიჯი (1955-), ბრინჯაო, “სკულპტურა დაბრუნებისათვის” ( Commendatore Naso) (2008)

აუქციონის გახსნის სამხრეთ აფრიკელი ხელოვანის – უილიამ კენტრიჯის ნამუშევრები. ერთ-ერთი ნამუშევარი სახელად „სკულპტურა დაბრუნებისათვის“ (Commendatore Naso), ბრუნავს, რათა სპეციფიკური რაკურსიდან შექმნას ცხვირის გამოსახულება.

აქვეა რვა სკულპტურა ჯონ ბუჩისა, რომელმაც საუკუნის შუა წლებში შექმნა იკონური კონცეპტუალური მანქანა „La Shablla”. ასევე აქ არის წარმოდგენილი სალვადორ დალის დაუმის ტექნოლოგიით დამუშავებული შუშით შექმნილი და ასევე მოოქროვილი ბრინჯაოს სკულპტურები.

კომენტარები

კომენტარი