ვიზუალური ხელოვნება

საბერძნეთი მერვე საუკუნის ბრინჯაოს ქანდაკებას დაიბრუნებს

საბერძნეთის კულტურის მინისტრმა სოთბის მოუგო სასამართლო დავა, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ხელოვნების ბაზარზე. საქმე ეხება მერვე საუკუნის მხედრის ბერძნულ ბრინჯაოს ქანდაკებას, რომელიც 2018 წლის მაისში სოთბის აუქციონზე გასაყიდად უნდა გატანილიყო, თუმცა აუქციონის ჩატარების წინა დღით საბერძნეთის კულტურის სამინისტრო დაუკავშირდა აუქციონის სახლს და განუცხადა, რომ დაახლოებით 150,000-250,000 დოლარის ღირებულების ნაწარმოების წარმომავლობა საეჭვოა და იგი უნდა დაუბრუნდეს საბერძნეთს.

ნაწარმოები, რომელმაც გაიარა სიძველეების სახელოვნებო ბაზრის თაღლითობის მთავარი მოთამაშის – სახელგატეხილი სახელოვნებო დილერის – რობინ საიმსის ხელში აუქციონიდან მოიხსნა, თუმცა სოთბიმ და კოლექციის მემკვიდრეებმა ახლა თავად უჩივლეს საბერძნეთს და მოითხოვეს მისგან მტკიცებულება, რომ ნაწარმოები უკანონოდ იყო შეძენილი, რაც საბერძნეთმა ვერ წარმოადგინა. მაგრამ 9 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლომ საბერძნეთი გაამართლა.

კომენტარები

კომენტარი