შემოქმედებითი ინდუსტრიები

საბავშვო ევროვიზიის კონკურსი ნოემბრის ბოლოს საქართველოში ჩატარდება

საბავშვო ევროვიზიის კონკურსი  ნოემბრის ბოლოს საქართველოში ჩატარდება. ღონისძიების ტრანსლაციას მსოფლიოს ოცამდე ქვეყნის სატელევიზიო მაუწყებლები განახორციელებს.

საბავშვო ევროვიზიის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელი სერგი გვარჯალაძე აცხადებს, რომ  კონკურსი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

”26 ნოემბერს, შოუს გარდა, გვექნება საერთაშორისო მაუწყებლობა, მათ შორის არამხოლოდ ევროპული, რადგან ავსტრალიაც იქნება ჩართული და შესაბამისად, ტრანსკონტინენტალური გადაცემა იქნება. ვიმედოვნებ, რომ საკმაოდ საინტერესო შოუს მივიღებთ და პარალელურად, ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მოგვეცემა, რადგან ამ პროექტზე ძალიან გამოცდილი ადამიანები იმუშავებენ“ , – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ   2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ შეთავაზება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო,  რაც მათი თქმით,  მშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.

2017 წელს  საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ტარდება, სადაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მეთერთმეტედ წარადგენს მონაწილეს.

 

კომენტარები

კომენტარი