საშემსრულებლო ხელოვნება

რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნანუკა ხუსკივაძე დაინიშნა

რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე დაინიშნა. იგი ამ თანამდებობაზე კომისიის წევრებმა აირჩიეს.

ახლადარჩეული სამხატვრო ხელმძღვანელი საქმიანობის პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

რუსთავის მერიამ  გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, თუმცა მალევე გააუქმა. ხელახალი კონკურსი კი დაახლოებით ერთი თვის წინ გამოცხადდა და პრეტენდენტების  განაცხადები 16 მარტიდან მიიღებოდა.

კომენტარები

კომენტარი