შემოქმედებითი ინდუსტრიები

რომელი ქართული ფესტივალი დარჩა საუკეთესო ფესტივალების ათეულს მიღმა?

ჟურნალმა Business Georgia, 10 საუკეთესო  ყოველწლიური ფესტივალი დაასახელა, რომლებიც საქართველოში ტარდება. კონკურსში მონაწილე ფესტივალების შერჩევის კრიტერიუმი იყო – რამდენად პოპულარულია ესათუის ღონისძიება და რამდენად მრავალრიცხოვანია მისი სტუმრები.

გამოცემის რეიტინგი და ადგილების განაწილება შემდეგნაირად გამოიყურება.

1. Tbilisi Open Air – ყოველწლიური 3 დღიანი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 2009 წლიდან ტარდება დედაქალაქში და მთლიანად კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ფესტივალად მოიაზრება.

2. თბილისის ჯაზ ფესტივალი (1978 წლიდან)  და ბათუმის ჯაზ ფესტივალი (2007 წლიდან), რომლებიც ყოველწლიურად  40 000 -ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს და ჯაზის მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაულია.

3. Gem Fest – საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი ანაკლიაში უკვე მესამე წელია ტარდება და მთლიანობაში 30 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძმა:  აქედან ნახევარზე მეტი უცხოელია.

4. თბილისის საერთაშორისო კინო-ფესტივალი –  რომელიც უკვე  მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა. 12 წლიანი არსებობის განმავლობაში, ის 500-ზე მეტი რეჟისორის, პროდიუსერის, მსხიობის,  ექსპერტისა თუ კინოდოკუმენტალისტისთვის მნიშველოვანი პლატფორმა გახდა.

5. 4Gb – ყოველწლიური ელექტრონული  მუსიკალური 3 დღიანი მარათონი – რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა ლოკაციებზე ტარდება. ფესტივალი 2013 და 2014 წლებში წლის საუკეთესო ღონისძიებად დასახელდა Electronautus Music Awards-ის მიერ.

6. ქოლგა –  საერთაშორისო ფოტოფესტივალი – რომელიც ყველაზე დიდი და პრესტიჟული ფოტოფესტივალია ქვეყანაში. ღონისძიების  მიზანი ქართული ფოტოგრაფიის პოპულარიზება და მისი საერთაშორისო ფოტო-პროცესებში ჩართვაა.

7. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი – ქართველებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფესტივალია, რომელიც 1997 წლიდან იღებს სტარტს. ღონისძიებას  ყოველწლიურად 50 000 ზე მეტი სტუმარი ჰყავს.

8. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი  -2009 წელს თბილისის მერიის აქტიური მხარდაჭერით დაარსდა და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამდიდრებს.

9. ფოლკლორული ფესტივალი არტ-გენი –  ღონისძიება  სათავეს 2003 წლიდან იღებს და მიზნად ისახავს  ქართული ტრადიციების, რეწვის, ხელსაქმის და მრავალხმიანობის შეარჩუნება-პოპულარიზაციას. ფესტივალი  ყოველწლიურად ქვეყნის არაერთ რეგიონს მოიცავს და 40 000 მდე ვიზიტორს მასპინძლობს.

10. ყვავილების ფესტივალი – რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს   ემთხვევა და მის ფარგლებში დედაქალაქის ისტორიული უბნები ულამაზესი ყვავილებით ირთვება.

კომენტარები

კომენტარი