კინო

„როკის“ შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოდის

დერეკ უეინ ჯონსონის სცენარით და პროდიუსერობით ივნისში გამოვა დოკუმენტური ფილმი „როგორ შეიქმნა როკი“, რომელიც ფილმის გადაღების 40 წლისთავს ეძღვნება და სადაც სილვესტერ სტალონე იხსენებს „როკიზე“ მუშაობის თავის გამოცდილებებს.  

„ეს დოკუმენტური ფილმი თვითნაბადი ოქროა „როკის“ თაყვანისმცემლებისათვის და ასევე სხვა აუდიტორიისთვის“, ამბობს ჯონსონი განცხადებაში, „ეს ფილმის ისტორიის მომხიბლავი ნაწილია, რომელსაც მოგვითხრობს თავად როკი – სილვესტერ სტალონე და მისცემს აუდიტორიას ინტიმურ და ზოგჯერ ემოციურ გამოცდილებას. ჩვენ ვამაყობთ ამ ფილმით და აუდიტორიას შევთავაზებთ ახალ ამბებს და ახალ სცენისმიღმა ისტორიებს, რომლებიც ადრე არასოდეს უნახავთ.“

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჯონსონი 1976 წლის კლასიკად ქცეულ ფილმს უბრუნდება   2017 წელს ჯონსონმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ჯონ გილბერტ ევილდსონზე, რომელიც გახლდათ „როკის“ და „კარატისტი ბავშვის“ რეჟისორი. ასევე ჯონსონი არის სილვესტერ სტალონეს ძმის – ფრენკ სტალონეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორი.

კომენტარები

კომენტარი