არტ მენეჯმენტი

როდის ჩატარდება Tbilisi Open Air?

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელი ფესტივალი Tbilisi Open Air ივნისში აღარ ჩატარდება და გადაიდება.

ახალი თარიღების შესახებ, არაუგვიანეს 25 ივნისისა, გახდება ცნობილი.

“ამ ეტაპზე განიხილება ფესტივალის სექტემბრის მეორე ნახევრისთვის გადადება, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ბილეთების გაყიდვა შეჩერებული იქნება მანამ, სანამ ახალ თარიღებს არ გამოვაცხადებთ.

მათ, ვინც უკვე შეიძინა ფესტივალის აბონემენტი TKT.GE-ზე, ვთავაზობთ არჩევანს: 

შეგიძლიათ, შეინარჩუნოთ აბონემენტი და შეცვლილ თარიღებზე გამოიყენოთ.

ამ შემთხვევაში უკლებლივ ყველა მყიდველს გადაეცემა საჩუქრად ფესტივალის 10-წლიანი საშვი (გათამაშების გარეშე). ასეთ ადამიანთა რაოდენობა ასზე მეტია.

თუ ერთ აბონემენტზე მეტი გაქვთ შეძენილი, საჩუქრად მიიღებთ ერთ 10-წლიან საშვს თქვენს სახელზე, ხოლო დანარჩენ აბონემენტებზე – ორწლიანს. ამ სასაჩუქრე საშვების მისაღებად, თქვენს სახელზე ნაყიდი არცერთი აბონემენტი არ უნდა დაბრუნდეს.

თუ არ გსურთ აბონემენტის შენარჩუნება და სასაჩუქრე საშვების მიღება, შეგიძლიათ, თანხა სრულად დაიბრუნოთ თქვენ მიერ შეძენილ ყველა ბილეთზე.

ამისათვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ბმულს, რომელიც გადმოგეგზავნათ მეილსა და მობილურის ნომერზე ბილეთის შეძენისას, სადაც 1 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით გააქტიურდება თანხის დაბრუნების ღილაკი” – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

თუ ამ პერიოდის განმავლობაში არ დააბრუნებთ ბილეთს, ავტომატურად დაფიქსირდება პირველი არჩევანი და მეილზე შესაბამის ინსტრუქციას 11 მაისამდე მიიღებთ.

კომენტარები

კომენტარი